სიახლები

26-03-2019 პერიოდული სისტემა

დღეს პერიოდულ სისტემაში ყველა ქიმიურ ელემენტს თავისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი აქვს, პერიოდულობის კანონის საფუძველზე ზუსთად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ სად მოთავსდება რომელიმე ახლად აღმოჩენილი ქიმიური ელემენტი და როგორი თვისებები ექნება მას. ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ ელემენტი, რომლისთვისაც არ მოიძებნება ადგილი ამ სისტემაში. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში უკვე შეივსო ცარიელი ადგილები, მაგრამ ალბათ პერიოდულობის კანონმა ჯერ კიდევ ვერ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და სრული შინაარსი, ალბათ ვერც ამოწურავს და კვლავაც აღმოჩნდება ახალი ელემენტები, რომელიც მრავალ საიდუმლოს ახდის ფარდას.კლუბის წევრებს წარედგინა ფილმი,პერიოდული სისტემის განვითარების ეტაპები,რომელმას უფრო კარგად დაანახა კლუბის წევრებს თუ რა ცვლილებები განიცადა პერიოდულმა სისტემამ დღემდე.პრეზენტაცია წარმოადგინა ელენე მანაგაძემ.ვიდეო იხილეთ ბმულზე.

ნანახია 1925-ჯერ